logo_geo
eng_logo
კობა ჭუმბურიძე: მოხდება არა ისე, როგორც „ნაცმოძრაობის“ ბენტერა ბელადმა თქვა, არამედ ისე, როგორც კობახიძემ დამოძღვრა...
- +

2 ივნისი. 2021. 02:45

 

„შევლენ, არშევლენ, საკითხავი აი ეს არის...  ქართველი ექსპერტების აზრით ამჟამად ნაცები ატარებენ გრაციოზულ მანევრებს, რათა საკუთარ აბდალა ამომრჩეველს თვალში კიდევ ერთხელ შეაყარონ ნაც-არი და ისე წარმოაჩინონ საქმე, ვითომ დიდი სიბრძნის შედეგია მათი ეს გადაწყვეტილება“, - ამის შესახებ მწერალი, პოეტი კობა ჭუმბურიძე სოციალურ ქსელში წერს, რითაც ეხმაურება „ნაციონალური მოძრაობის“ პარლამენტში შესვლას.

 

„ანუ, შევლენ, აბა სა ნაცში წავლენ.

ანუ, მოხდება არა ისე, როგორც მათმა ბენტერა ბელადმა თქვა, არამედ ისე, როგორც კობახიძემ დამოძღვრა.

აი ასეთი ბრძენი პარტია გყავს, ნაცო ამომრჩეველო.

ჰოდა, ახლა, როცა შევლენ, იმით მაინც მოიწმინდეთ ნამუსი, რომ დადექით პარლამენტის შესასვლელთან და უძახეთ ბიძინას მონები, როგორც სხვებს ეძახდით მათი წაქეზებით?

თავმოყვარეობის ნატამალი თუ შეგრჩათ, ასე უნდა ქნათ, თორემ გამოვა, რომ საკუთარი ტვინი, ღირსება და პრინციპები არ გაგაჩნიათ“, - წერს ჭუმბურიძე.

 

“ნაციონალური მოძრაობა-“ძალა ერთობაშიას” ბლოკში შემავალმა პარტიებმა რამდენიმეთვიანი ბოიკოტის შემდეგ პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება  30 მაისს მიიღეს.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner