„რაც მეტი საჯარო პირი მიმართავს სასამართლოს, მით უკეთესია ბინძურ პროპაგანდასთან ბრძოლაში წარმატების მისაღწევად და სამომავლო პრევენციისათვის“, - ამის შესახებ ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში წერს, რითაც ეხმაურება თავდაცვის სამინისტროს განცხადებას.
საუბარია, ერთ-ერთი ტელკომპანიის მიერ გავრცელებულ დეზინფორმაციაზე, რის გამოც თავდაცვის მინისტრი, ჯუანშერ ბურჭულაძე სასამართლოს მიმართავს.
„სააკაშვილის მარიონეტი ტელევიზიები აგრძელებენ მავნე პრაქტიკას, რომელიც არ შეესაბამება არცერთ ჟურნალისტურ სტანდარტს
ნაცსექტის ტელევიზიებიდან ზღვარგადასულ ცილისწამებაზე, დეზინფორმაციასა და ake news-ების გავრცელებაზე რეაქციაც კი არ აქვს ფსევდო-სახალხო დამცველს ნინო ლომჯარიას. ჟურნალისტური ეთიკის ქარტია გინდ ყოფილა, გინდ არა. სააკაშვილის ვასალი "ენჯეოშნიკები" შერჩევითად უფლებადამცველობენ, როგორც ამას სამარცხვინო ლომჯარია აკეთებს.
მორიგი სიცრუის ტირაჟირების გამო, თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე სასამართლოში უჩივლებს "მთავარ არხს" [საზოგადოებაში მას "გლავტელეკანალიზაცია" ეწოდება, ასევე ცნობილია როგორც "ჩაჯვიარხი"]. "ნაცების" ამ ტელევიზიამ თავდაცვის მინისტრს მიაწერა არარსებული ქონება და შემოსავლები და ამ მეთოდებით შეეცადნენ მისი რეპუტაციის შელახვას.
მანამდე, მსგავსი ცილისწამებისათვის ტელეკომპანია “პირველს" [უვიცების "გოიმკანალი"] უჩივლა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ჯაბა ფუტკარაძემ.
რაც მეტი საჯარო პირი მიმართავს სასამართლოს, მით უკეთესია ბინძურ პროპაგანდასთან ბრძოლაში წარმატების მისაღწევად და სამომავლო პრევენციისათვის“, - წერს აბაშიძე.