logo_geo
eng_logo
ქეთი ხოსიტაშვილი: ძალიან შთამბეჭდავი იყო პრემიერის სახელმწიფო ვიზიტის დახვედრის ცერემონიალი თურქეთში
- +

2 ივნისი. 2021. 02:18

 

„ძალიან შთამბეჭდავი იყო პრემიერის სახელმწიფო ვიზიტის დახვედრის ცერემონიალი თურქეთში - პომპეზური სანახაობა...

21 ზალპი, სამხედრო პატივით დახვედრა, ცხენოსანი ჟანდარმებით გაცილება ერდოღანის სასახლემდე - ასე დაიწყო სახელმწიფო დონის შეხვედრა და თურქეთისა და საქართველოს ხელმძღვანელი პირების ერთობლივი ბრიფინგიც საკმაოდ მეგობრულად გამოიყურებოდა, სადაც  ერდოღანმა თავისი სიტყვის დასაწყისში ღარიბაშვილს მეგობარი უწოდა და ქართულ დელეგაციას საკმაოდ თბილად მიმართა“, - ამის შესახებ ჟურნალისტი ქეთი ხოსიტაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

 

„ემოციური იყო  მუსტაფა ქემალ ათათურქის საფლავის გვირგვინით შემკობის ნაწილიც და ჩვენი მეგობარი სახელმწიფოს დამაარსებლის დაფასებაც მნიშვნელოვანი იყო.

 

მოკლედ, ჩემი აზრით, ეს ვიზიტი როგორც ფორმით, ისე შინაარსით საკმაოდ შთამბეჭდავი იყო.

 

რაც შეეხება შინაარსობრივ ნაწილს, ჩემი აზრით, ყველა ის საკითხი, რაც ჩვენი მეგობარი ქვეყნების ხელმძღვანელმა პირებმა განიხილეს, რეგიონისთვის და პირველ რიგში საქართველოსთვის, უმნიშვნელოვანესია:

 

* თურქეთის პირველი პირი ოკუპაციის საკითხებს შეეხო და კიდევ ერთხელ მხარი დაუჭირა საქართველოს სუვერენიტეტს;

 

* ხაზი გაუსვა აფხაზეთისა და ე.წ სამხრეთ ოსეთის კონფლიქტების მშვიდობიანად მოგვარების აუცილებლობას - "მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს"

 

*ერდოღანმა აღნიშნა, რომ  საქართველოს ხედავს, როგორც რეგიონული თანამშრომლობის გასაღებს;

 

* აღნიშნა, რომ მხარს უჭერს ჩვენი ქვეყნის ინტეგრაციას ევროატლანტიკურ ორგანიზაციებში;

 

* ისაუბრა სავაჭრო ურთიერთობების განვითარებაზე და ხაზი გაუსვა, რომ საქართველო უკვე 14 წელია თურქეთის ნომერ პირველი სავაჭრო პარტნიორია და რომ გეგმავენ, უმოკლეს პერიოდში, სავაჭრო მოცულობის 3 მილიარდ დოლარამდე გაზრდას;

 

* ქვეყნის პირველმა პირმა სამხრეთის გაზის დერეფნის მნიშვნელოვანი პროექტიც ახსენა, ისაუბრა საბაჟო თანამშრომლობისა და სხვა სფეროების განვითარების შესაძლებლობებზე.

 

მოკლედ, ძალიან მნიშვნელოვანი მესიჯები გაჟღერდა და ყველაზე საინტერესო, ალბათ, მაინც ის საკითხებია, რაც დახურულ კარს მიღმა განიხილეს...ვიცით, რომ თურქეთში ვიზიტამდე პრემიერი სომხეთს და აზერბაიჯანს ეწვია...

 

დაველოდოთ შედეგებს, იმედი მაქვს, ეს ყველაფერი ჩვენი ქვეყნისთვის სასიკეთო პროცესების წინაპირობა გახდება“, - წერს ხოსიტაშვილი.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner