logo_geo
eng_logo
დარეჯან ლიპარტელიანი: თამამად შემიძლია ვთქვა, რომ საქართველოს პრემიერსა და თურქეთის პრემიერს შორის, უმაღლესი, სახელმწიფოებრივი დონის, შეხვედრა შედგა...
- +

2 ივნისი. 2021. 02:42

 

„ბრავო,  - ირაკლი ღარიბაშვილს, ეს იყო უმაღლესი დონის სახელმწიფო ვიზიტი და ბრავო, -რეჯეფ თაიფ ერდოღანს, საქართველოს პრემიერს - ირაკლი ღარიბაშვილს, გრანდიოზული დახვედრა მოუწყო“, - ამის შესახებ ჟურნალისტი და საინფორმაციო სააგენტო „ექსკლუზივ ნიუსის“ დამფუძნებელი დარეჯან ლიპარტელიანი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს.

 

„თამამად შემიძლია ვთქვა, რომ საქართველოს პრემიერსა და თურქეთის პრემიერს შორის, უმაღლესი, სახელმწიფოებრივი დონის, შეხვედრა შედგა...

თურქეთი ჩვენი მეზობელი და ასევე ძლიერი ქვეყანაა, რომელთან კეთილმეზობლური ურთიერთობა, ისევდაისევ, ჩევენს ქვეყანას თუ წაადგება.

მსგავსი ვიზიტები, კიდევ ბევრი გვჭირდება და იმედია, იქნება კიდეც როგორც იტყვიან, ეს ერთი და სხვა მრავალი!“, - წერს ჟურნალისტი.

right_banner right_banner
არქივი
right_banner