logo_geo
eng_logo
ამირან სალუქვაძე: წერტილი დაესვა ტერმინს “გაერთიანებული ოპოზიცია” – მალე ცნობადობასაც დაკარგავენ
- +

2 ივნისი. 2021. 02:40

 

ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე ბოლო დროს განვითარებულ პოლიტიკურ პროცესებს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

 

“ბევრი ღიზიანდება, რატომ ეხვეწებიან ნაციონალებს პარლამენტში შესვლას ან ხელმოწერასო.

ემოციურად მეც მაქვს იგივე განწყობა, მაგრამ სხვა კუთხით შევხედოთ.

  1. ცუდი შედეგი მიიღო ენმ-მა იმ მხრივ, რომ მარტო დარჩა პარლამენტს გარეთ, კარვების და გამოკრული ფოტოების ამარა. ისღა დარჩენოდათ შესულიყვნენ პარლამენტში.
  2. ასევე მარტონი არიან მიშელის შეთანხმების მიღმა. რა შედეგები აქვს ამას ენმ-ისთვის საერთაშორისო არენაზე, შეგიძლიათ ევროპელი პოლიტიკოსების განცხადებებიდან გაიგოთ.
  3. წერტილი დაესვა ენმ-ის დასავლუღ მხარდაჭერას, გავლენებს. მალე ცნობადობასაც დაკარგავენ.
  4. წერტილი დაესვა ტერმინს “გაერთიანებული ოპოზიცია”. ნაცმიძრაობას პარლამენტში შეასწრო ყველა ბარიერგადალახულმა პარტიამ, ფანჩატურის მასპინძლის გარდა. ენმ-ის სიით გასულებიდანაც კი ზოგმა ხელი მოაწერა მიშელის შეთანხმებას, ზოგიც პარლამენტში შევიდა. შესაბამისად, ნუ იყენებთ ტერმინს “გაერთიანებული ოპოზიცია”, როცა გულისხმობთ საარჩევნო ბლოკს, საარჩევნო სუბიექტს ნაცმოძრაობის დროშის ქვეშ. ესეც მათთვის კრახია და როგორ შედიან გამარჯვებულები?!
  5. და ბოლოს. თუ მოაწერენ ხელს მიშელის შეთანხმებას, გამოვა რომ უკან წაიღეს საკუთარი სიტყვა/გადაწყვეტილება, თუ არ მოაწერენ – რჩებიან ევროპელ პაეტნიორებთან დაპირისპირებაში, ხოლო ქვეყნის შიგნით პოლიტიკური პროცესისგან გარიყულები. ოპოზიციური პარტიების უმეტესობამ გაათვითცნობიერეს ის, რასაც მათ თვეების და წლების განმავლობაში, მათივე ინტერესებიდან გამომდინარე ვურჩევდი(თ), ემოქმედათ საკუთარი დღის წესრიგით, საკუთარი პარტიების გადასარჩენად და გასავითარებლად.

!“-წერს სალუქვაძე.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner