სააგენტო „მარშალპრესის“ დამფუძნებელი ოთო სტეფანიშვილი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს:
„ეს ის მომენტია, როდესაც ღირსებისა და სიამაყის გრძნობა გიპყრობს. ულამაზესად და განსაკუთრებულად დახვდნენ ჩვენს პრემიერს და საქართველოს დელეგაციას. ჩვენი ქვეყნის სწორი პოლიტიკისა და კეთილმეზობლური ურთიერთობის შედეგია ეს ყველაფერი. მე ისიც მახსოვს როგორ დახვდნენ გიორგი კვირიკაშვილს. ვდებ ამ ფოტოსაც, სადაც საქართველოს დროშაც კი არ ჩანს. იპოვეთ განსხვავება, პრემიერ-მინისტრი ღარიბაშვილი უძლიერესია!!!“, -წერს სტეფანიშვილი.