logo_geo
eng_logo
მამუკა არეშიძე: ჯერ კიდევ გახარიას გადადგომამდე მისმა გუნდმა „ნაცმოძრაობასთან“ გარკვეული კონტაქტი დაამყარა
- +

2 ივნისი. 2021. 11:37

 

 

„ჯერ კიდევ გიორგი გახარიას გადადგომამდე კარგა ხნით ადრე მის გუნდში მყოფი ზოგიერთი პიროვნების მეშვეობით იყო გარკვეული კონტაქტი „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებთან ან ლიდერთან. ჩემი ინფორმაციით, ასეთი რამდენიმე შეხვედრა იყო, უკანასკნელი კი – გადადგომამდე ორი კვირით ადრე“, - ამის შესახებ kvira.ge-სთან ინტერვიუში ანალიტიკოსმა მამუკა არეშიძემ განაცხადა.

 

„თავიდან, როდესაც გახარიას გადადგომის თაობაზე გავიგე, ეს აღვიქვი, როგორც „ოცნების“ გუნდში არსებული უთანხმოების შედეგი, რაც მელიას დაკავების საკითხთან იყო დაკავშირებული. მეც არაერთგზის განვაცხადე, რომ მელია უნდა ყოფილიყო დაკავებული უფრო ადრე, დანაშაულის ჩადენის დროს და არა მაშინ, როდესაც მოხდა მისი დაკავება. გამოდის, რომ ჩემი და გახარიას პოზიციები ემთხვეოდა ერთმანეთს, თუმცა, მაშინვე გამიჩნდა კითხვა, თუ რატომ ითხოვდა გახარია დაკავების ორი-სამი დღით გადადებას. მოკლედ, მაშინ საზოგადოებისთვის გაუგებარი დარჩა, თუ რა იყო ის ძირითადი მიზეზი, რამაც მისი გადადგომა განაპირობა. სამწუხაროდ, პრესკონფერენციაზეც არ მოხდა გადადგომის მიზეზების არგუმენტირებული ახსნა. მისი გადადგომიდან გასული დროის განმავლობაში სხვადასხვა წყაროდან მოსული მრავალი არაერთგვაროვანი ინფორმაცია დაგროვდა, რომელიც მოდიოდა არა მხოლოდ საქართველოდან, არამედ – უცხოეთიდანაც, მაგალითად, კიევიდან. ისე ჩანს, რომ ჯერ კიდევ გადადგომამდე კარგა ხნით ადრე მის გუნდში მყოფი ზოგიერთი პიროვნების მეშვეობით იყო გარკვეული კონტაქტი „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებთან ან ლიდერთან. ამ შეხვედრაზე, როგორც ჩანს, შედგა შეთანხმება, რომლის ზუსტი შინაარსი ჩემთვის უცნობია, მაგრამ იკვეთება მიზანი – ეს არის მელიას ვერ ან არ დაპატიმრება და, აქედან გამომდინარე, ხელისუფლების სისუსტის დემონსტრირება, შემდეგ კი – სხვა ფაქტორების ამუშავება და რევოლუციური სიტუაციის შექმნა. მე როგორც მითხრეს, რამდენიმე შეხვედრა იყო, უკანასკნელი კი – გადადგომამდე ორი კვირით ადრე. რაც შეეხება რევოლუციურ სიტუაციას - უკვე ვთქვი, რომ მაშინ ვერ გავიგე, რატომ ითხოვდა გახარია მელიას დაკავების ორი-სამი დღით გადადებას. როგორც ჩანს, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებს ეს დრო რევოლუციური სცენარის განსახორციელებლად სჭირდებოდათ“, - განაცხადა არეშიძემ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner