logo_geo
eng_logo
დინა მირცხულავა: რომ დავბერდებით და გვკითხავენ შვილები თუ შვილიშვილები - როგორ გადარჩიო?! შეგვრცხვება!
- +

2 ივნისი. 2021. 12:46

 

 

ათამდე მშიერი პოეტი ვიცი, პირადად რომ ვიცნობ, ისეთი.

 

ამდენივე მწერალი ვიცი.

 

თაროზე შემოდებული ლექსები და ნოველები, ვიცი, რომ ვერ გამოუციათ.

 

ვიცი მხატვრები ფუნჯების, სახელოსნოების, მოლბერტებისა და პალიტრების გარეშე.

 

ვიცი მსახიობები როლების გარეშე, გაუბედურებულები, უღონობა-უქონლობით შეჭირვებულები.

 

ადამიანები ვიცი, თვის ბოლოს კარში გარჭობილ ქვითრებს რომ ხელის კანკალით შლიან.

 

მოხუცები ვიცი, გრძელვადიანი საპენსიო სესხებით.

 

ბავშვები ვიცი, წვნიანი რომ არ იციან, რა არის და არასოდეს სცმიათ თავიანთი ზომა ტანსაცმელ-ფეხსაცმელი.

 

და აი, წლების მერე, ჩვენ რომ დავბერდებით, მე და შენ რომ დავბერდებით და გვკითხავენ შვილები თუ შვილიშვილები - შენ როგორ გადარჩიო?!

 

მე ვიცი, რომ შეგვრცხვება, ძალიან შეგვრცხვება.

 

ახლაც მრცხვენია.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner