ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში მამუკა არეშიძის ინტერვიუს ეხმიანება, რომელიც, მისი თქმით, კიდევ უფრო ბუნდოვანს ხდის გიორგი გახარიას გადადგომის რეალურ მიზეზს.
„დამაფიქრებელიც და საინტერესოცაა, რასაც ბატონი მამუკა არეშიძე ამბობს. ვერ დავიწყებ იმის განხილვას, რომ ყველაფერი ზუსტად ასეა, მაგრამ კვამლიც რომ ხშირად უხანძროდ არ ამოდის? თან ბევრი დამთხვევები უბრალოდ დამთხვევებად არ ჩანს, საეჭვოდ კი სწორედ ჯერ გადადგომის მოტივი ჩანს უდროო დროს და საკმაოდ გაუგებარი მიზეზით, შემდეგ კი ამ გადადგომის მიზეზის სხვა ვარიანტის თუ ვარიანტების შემოთავაზება, უკვე როცა „დალაგდა“ სიტუაცია... ვიმედოვნებ, შესაბამის უწყებებს უფრო მეტი ინფორმაცია ექნებათ, და ასევე, შესაბამისად მოქმედებენ ან მინიმუმ, პრევენციული ღონისძიებები უკვე ჩატარებული აქვთ“, - წერს ლევან ნიკოლეიშვილი.