logo_geo
eng_logo
ვლადიმერ ბოჟაძე: მამუკა არეშიძე ააშკარავებს „ნაცმოძრაობის“ რევოლუციურ სცენარს
- +

2 ივნისი. 2021. 13:54

 

 

„გიორგი გახარიას პოლიტიკაში დაბრუნების მერე სულ კითხვებზე პასუხებს ველით, არადა, რაც დრო გადის, უფრო მეტ პასუხგაუცემელ კითხვას ტოვებს, რაც აჩენს და აღრმავებს ეჭვს „ნაცმოძრაობასთან“ მისი კოჰაბიტაციის შესახებ“, - ამის შესახებ ანალიტიკოსმა ვლადიმერ ბოჟაძემ სოციალურ ქსელში დაწერა.

 

„ყველაზე მეტად მიჭირს ამოვხსნა უკუკავშირი გახარიას ორ ქმედებას შორის: თავადაც არ უარყო, რომ ის იყო ყველაზე აქტიური მომხრე მელიასთვის იმუნიტეტის შეჩერების, რაც დიდი ალბათობით მის დაპატიმრებას გამოიწვევდა, არადა, მოსამართლის განჩინების შემდეგ, სრულიად გაუგებრად დააყენა ულტიმატუმი მისი დაკავების 2 დღით გადადების თაობაზე... პარტიის ოფისში გამაგრებული ნიკანორ მელია, ამ 2 დღეში გარეთ გამოვიდოდა თუ უფრო მეტი ხალხის მობილიზებას მოახდენდა? პოლიციას მისი აყვანა უფრო გაუადვილდებოდა თუ უფრო სერიოზულ პრობლემებს შეუქმნიდა? ვფიქრობ, ამ კითხვების ფონზე მამუკა არეშიძის ინტერვიუ, სადაც ის ააშკარავებს „ნაცმოძრაობის“ რევოლუციურ სცენარს და ამ სცენართან გახარიას კავშირს, სრულიად ლოგიკურია“, - წერს ვლადიმერ ბოჟაძე.

 

ანალიტიკოსი მამუკა არეშიძე აცხადებს, რომ სხვადასხვა წყაროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილმა თავისი რევოლუციური სცენარის შესრულებაში მონაწილეობისთვის მაშინდელ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას რამდენიმე მილიონი შესთავაზა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner