logo_geo
eng_logo
დავით ლილუაშვილი: უუნაგირო კი არა, ნაღდი ტროას ცხენი ხარ!!!
- +

16 ივლისი. 2016. 23:28


კოალიცია „ჩვენი უფლებებისთვის" თავმჯდომარე დავით ლილუაშვილი მიხეილ სააკაშვილის იმ განცხადებას ეხმაურება, სადაც ყოფილი პრეზიდენტი ამბობს, რომ ის უუნაგირო ცხენია.


„აბა რას მიედ-მოედები?! უუნაგირო კი არა, ნაღდი ტროას ცხენი ხარ!!!".


ბუნებით ისეთი ადამიანი ვარ, რომ არც ერთი სპეცსამსახური არ მომენდობოდა",- ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა აზერბაიჯანულ Haqqin.az-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში, პოსტსაბჭოთა რეგიონში ამერიკის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს როლზე საუბრისას განაცხადა.



მიხეილ სააკაშვილის თქმით, კრემლში, სადაც აქტიურად საუბრობენ აშშ-ს სადაზვერვო სამმართველოს საქმიანობაზე რეგიონში, როგორც ჩანს, არ ესმით, რომ როგორც უკრაინაში, ისე საქართველოში და სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებში ხალხი თვითონ წყვეტს თავის ბედს.



ამერიკის ცენტრალურმა სადაზვერვო სამმართველომ ძლიერ შეასუსტა თავისი პოზიციები, განსაკუთრებით პოსტსაბჭოთა რეგიონში. ცივი ომის დასრულების შემდეგ მათ აქ არაფერი დარჩათ - არც სერიოზული ანალიტიკა, არც სადაზვერვო ქსელი. ამერიკულ დაზვერვას საერთოდ დაავიწყდა ჩვენი რეგიონი. ბოლო ათწლეულის განმავლობაში მათ პრიორიტეტები შეეცვალათ. მთელი თავისი რესურსი ახლო აღმოსავლეთში გადაისროლეს. საუკეთესო ძალები ისლამურ სახელმწიფოებში ტერორიზმთან ბროლისთვის გადაისროლეს. შედეგად, უკრაინაში განვითარებული მოვლენები ამერიკული დაზვერვისთვის სრული მოულოდნელობა იყო. ამიტომ საუბარი იმაზე, რომ ამერიკის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველო აქტიურად მუშაობს ჩვენს რეგიონში და რაღაც სცენარებს ამზადებს, სრული აბსურდია. რომც მოინდომონ, ამერიკული სპეცსამსახურების ახლანდელი მდგომარეობისა და პრიორიტეტების პირობებში, ამის გაკეთებას ვერ შეძლებენ. ამიტომ კრემლში ან უნდათ ეს დაიჯერონ, ან უბრალოდ ამ გზით ამართლებენ თავიანთ ქმედებებს, რომლებიც მიმართულია რუსული გავლენის ზონის გაფართოებისკენ", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.



ჟურნალისტი, ასევე, დაინტერესდა იმ ბრალდებებით, რომელიც ისმის საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ამერიკის ცენტრალურ სადაზვერვო სამმართველოსთან თანამშრომლობის თაობაზე.


 

მე არ ვარ ის ადამიანი, ვისი კონტროლიც შესაძლებელია. ცხოვრებაში არასდროს მყოლია უფროსი. ვიყავი დამოუკიდებელი იურისტი ამერიკაში, შემდეგ - დეპუტატი. დიახ, რაღაც დროის განმავლობაში გახლდით მინისტრი, მაგრამ ძალიან დამოუკიდებელი. შემდეგ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ვიყავი. საბოლოოდ, ქართულ ოპოზიციას ჩავუდექი სათავეში და საქართველოს პრეზიდენტად ამირჩიეს. ამიტომ, მე ვერ წარმომიდგენია, როგორ შეიძლება ჩემი გამოძახება და რაიმე დავალებების მოცემა. არ ვიცი, ეს როგორი სანახავი იქნებოდა. მე, როგორც იტყვიან, უუნაგირო ცხენი ვარ. ბუნებით ისეთი ადამიანი ვარ, რომ არც ერთი სპეცსამსახური არ მომენდობოდა. ენაზე კბილის დაჭერა არ შემიძლია. საიდუმლოს ვერ ვინახავ და არც მიყვარს საიდუმლოებები", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner