logo_geo
eng_logo
ბათუმის ბულვარში სკეიტპარკის ფესტივალი გაიმართა
- +

2 ივნისი. 2021. 14:54

 

 

ბათუმის ბულვარის ორგანიზებით, ბავშვთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, სკეიტპარკის ფესტივალი გაიმართა.

 

სკეიტპარკის ფესტივალში სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფის მოყვარული სკეიტბორდერები მონაწილეობდნენ, სადაც მოზარდებმა  ექსტრემალური აქტივობები წარმოადგინეს სკეიტებით, სკუტერებითა და გორგოლაჭებით.

 

 

 

 

სკეიტპარკის ფესტივალი, ბულვარის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელის სოფო ლაზიშვილის  მისასალმებელი სიტყვით გაიხსნა.

 

„მინდა მივულოცო ყველა ბავშვს ბავშვთა დაცვის დღე. განსაკუთრებით კი, იმ მოზარდებს, რომლებიც ჯანსაღ ცხოვრებას მისდევენ, თქვენ დამატებით სიცოცხლეს და ხიბლს სძენთ ბულვარის ამ სივრცეს. მე თქვენთან სასიამოვნო სიახლით მოვედი. აჭარის მთავრობის ხელშეწყობით უახლოეს მომავალში ბათუმის ბულვარში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ახალი სკეიტპარკი მოეწყობა, რაც ზღვისპირა პარკში არსებულ სპორტულ-გამაჯანსაღებელ გარემოს კიდევ უფრო განავითარებს“, - განაცხადა სოფო ლაზიშვილმა.

 

ფესტივალის მონაწილეებისთვის სპეციალურად შემუშავებულ შემეცნებით-გასართობ პროგრამასთან ერთად ცეცხლოვანი შოუ გაიმართა. ღონისძიების დასასრულს მონაწილეებს ბრენდირებული მაისურები და სპეციალური სიგელები გადაეცათ.

 

ბულვარის ორგანიზებით სკეიტპარკის ფესტივალი ბათუმში პირველად ჩატარდა, კომპანია „თოლიას“ მხარდაჭერით.

 

ფესტივალი სპორტული  ცხოვრების პოპულარიზაცია და სკეიტის მოყვარული ახალგაზრდების ბულვარის სივრცეში ინტეგრირების ხელშეწყობას ემსახურებოდა.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner