logo_geo
eng_logo
მანანა კობახიძე: ეს ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესია!
- +

16 ივლისი. 2016. 23:46


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე მანანა კობახიძე ღრმა მწუხარებას გამოთქვამს თურქეთში გუშინ განვითარებული მოვლენების დროს ადამიანების დაღუპვის გამო.


ჩვენ ღრმა მწუხარებას გამოვხატავთ დაღუპული ადამიანების გამო და იმ მოვლენების გამო. 24 საათის განმავლობაში თვალს ვადევნებდით. დასრულდა ეს გადატრიალების მცდელობა, აღკვეთილი იქნა ეს მცდელობა. ძალიან დიდი ტრაგედიაა თითოეული ადამიანის დაღუპვა და სამძიმარს ვუცხადებთ თურქეთის ხელისუფლებას და ხალხს.

 

ცივილიზებული სამყაროსთვის მიუღებელია არჩეული ხელისუფლების სამხედრო გადატრიალებით დამხობა. ამის ბევრი ისტორიული მაგალითია და ნებისმიერი ასეთი მცდელობა სწრაფად უნდა იყოს აღკვეთილი. კანონიერად, სამართლიანად უნდა მოხდეს ამ მძიმე დანაშაულის გამოძიება და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. სამართლიანი ჩარჩოები უნდა იყოს დაცული და დამნაშავეები სასამართლომ უნდა გაასამართლოს. მე იმედი მაქვს, თურქეთის ხელისუფლება ამ პრობლემას გადაჭრის. იმედი მაქვს, დროულად აღდგება წესრიგი. ეს ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია" - წერს კობახიძე facebook-ზე.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner