logo_geo
eng_logo
თეა ახვლედიანი: ხურვალეთში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ინფორმირებული არიან საერთაშორისო პარტნიორები
- +

2 ივნისი. 2021. 17:09

 

 

„ინციდენტთან დაკავშირებით ინფორმირებული არიან საერთაშორისო პარტნიორები და ჩართულია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური“, – ასე გამოეხმაურა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ რუსი სამხედროები ხურვალეთში, ოკუპირებულ ტერიტორიაზე ერთგვარ რადიოსადგურს აშენებენ.

 

 

„საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე განხორციელებული ნებისმიერი ქმედება არის უკანონო და ჩვენ ბუნებრივია, ვგმობთ ნებისმიერ პროვოკაციულ აქტივობას საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან. კონკრეტულად ამ ინციდენტთან დაკავშირებით ინფორმირებული არიან საერთაშორისო პარტნიორები. რა თქმა უნდა, საკითხში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური დაუყოვნებლივ ჩაერთო, ამოქმედდა ცხელი ხაზი და შესაბამისი უწყებები ახდენენ რეაგირებას“, – განაცხადა თეა ახვლედიანმა.

 

როგორც “კვირას” სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განუცხადეს, თითოეული ასეთი აქტივობაზე საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით ხდება ადეკვატური რეაგირება.

 

„საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები ოკუპირებულ ტერიტორიაზე გარკვეული პერიოდულობით ახორციელებენ უკანონო ქმედებებს. თითოეული აქტივობა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ფასდება ინდივიდუალურად. ყოველი აქტივობის და მისგან გამომდინარე საფრთხის შესახებ ხდება ადეკვატური რეაგირება საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით“, – აცხადებენ სუს-ში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner