logo_geo
eng_logo
ნინელი ჭანკვეტაძე: გაიბერა ქალაქი ისეთი მასშტაბით, რომ ვერანაირად ვერ პატარავდება
- +

16 ივლისი. 2016. 23:47


ოზურგეთში მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრის მსახიობი ნინელი ჭანკვეტაძე იმყოფებოდა. ის ნოდარ დუმბაძის სახელობის საერთაშორისო ფესტივალის დახურვის ცერემონიას დაესწრო.


ნინელი ჭანკვეტაძე 2012 წელს აქტიურად ჩაერთო "ქართული ოცნების" მხარდამჭერ აქციებში. "გურია ნიუსი" დაინტერესდა აპირებს თუ არა ისევ აქტიურად ჩაერთოს პოლიტიკურ მარათონში.


_ ქალბატონო ნინელი, 2012 წელს აქტიურად მონაწილეობდით "ქართული ოცნების" საარჩევნო მარათონში და ხშირად დადიოდით სხვადასხვა ქალაქსა თუ სოფელში. აპირებთ თუ არა 2016 წელს ისევ მიიღოთ აქტიურად მონაწილეობა "ქართული ოცნების" საარჩევნო შეხვედრებში?


_ არა, არ ვაპირებ. მე ისევ იმ გუნდის მხარდამჭერი ვარ და ამას არჩევნებში ჩემი ხმით დავადასტურებ. მიმაჩნია, რომ ამ გუნდის შემოსვლა ძალიან მნიშვნელოვანი იყო ქართულ პოლიტიკაში, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ გუნდმა გაიარა აბსოლუტურად უშეცდომოდ ოთხი წელი და არ იყო რაღაც ხარვეზები. ვთვლი, დღესდღეობით ამ პოლიტიკურ სივრცეში მას აქვს არსებობის უფლება. წელს პარტია დამოუკიდებლად ცდილობს გასვლას და მე მისი მხარდამჭერი ვარ. რაც შეეხება სოფელ-სოფელ სიარულს, ამ წუთას არ მიმაჩნია მნიშვნელოვნად, რადგან 2012 წელს სხვა ბრძოლაზე იყო ლაპარაკი, ქვეყნის გადარჩენაზე  იყო ლაპარაკი. დღეს ასეთი სიტუაცია არ არის, დღეს არის სრული თავისუფლება, სრული არჩევანი, რაც მე მინდოდა და იმიტომ დავდიოდი 2012 წელს "ქართული ოცნების" აქციებზე.


_ ხშირად იხსნებენ ნინელი ჭანკვეტაძის და ქეთი დოლიძის შეხვედრებს მოსახლეობასთან. სადაც იყო საუბარი, რომ თითოეულ სოფელ 5 000 000 ლარი ერგებოდა...


_ არ გავაკეთებ კომენტარს იმ რაღაცაზე, სადაც ჟურნალისტი ცდილობს, რომ გააკეთოს შოუ. ამოჭრას კონტექსტიდან საუბარი და მიაწოდეს მაყურებელს არასწორად ინფორმაცია.


_ რა ამოჭრა ჟურნალისტმა?


_ აქ საუბარი იყო სოფლის რეფორმაზე საუბარი. ინვესტიციებზე ვსაუბრობდი, რომელიც გაიცა წყლის, გზის და სოფლის სამეურნეო იარაღების, ტრაქტორების გადაცემის თუ მიწის დახვნაზე. ზუსტად ამ პროექტების თანხაზე იყო საუბარი. არცერთ ჩემს გამოსვლაში მე არ მითქვამს ვინმე ჯიბეში  ჩაუდებდა ვინმეს ფულს. ბედნიერი ვარ, რომ მრავალი წლის შემდეგ სოფელი გადახნულია და ეს არის რეალობა. წინა ხელისუფლება კი სოფლების განვითარებაზე უარს ამბობდა და არ ჭირდებოდა სოფელი. გაიბერა ქალაქი ისეთი მასშტაბით, რომ ვერანაირად ვერ პატარავდება. ძალიან ბევრი ცვლილებები მოხდა და ამას მივესალმები. ასევე ვიტყვი, რომ კარგი იქნება უფრო მეტი იყოს, მაგრამ ისიც არ დავინახო რაც კეთდება, რასაკვირველია მაშინ ბრმა უნდა ვიყო.


_ ქალბატონო ნინელი, "ქართულმა ოცნებამ" წარადგინა ახალ სახეები, როგორ შეაფასებდით პარტიის ახალ გადაწყვეტილებას?


_ ამაზე ვერ ვისაუბრებ. არ ვარ ამ პროცესებში ჩართული. ვერც ტრაგედიას ვხედავ და ვერც ვერაფერს ისეთს, რომ ამ თემაზე ღირდეს მსახიობ ნინელი ჭანკვეტაძის შეფასება.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner