logo_geo
eng_logo
რეჯეპ ტაიპ ერდოღანი აშშ-სგან ფეთჰულა გიულენის ექსტრადირებას ითხოვს
- +

16 ივლისი. 2016. 23:48


ერდოღანი აშშ- ფეთჰულაჰ გიულენის ექსტრადირებას სთხოვს, - ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.


რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა ამის შესახებ განცხადება ცოტა ხნის წინ სტამბოლში გააკეთა.


მკვლევარი ფეთჰულაჰ გიულენი ამჟამად აშშ-ში ცხოვრობს. ის თურქეთიდან დევნილია სწორედ ხელისუფლებისადმი ოპოზიციური განწყობების გამო.


სამხედრო გადატრიალებასთან მკვლევარის კავშირის შესახებ პირველი განცხადებები თურქეთის ხელისუფლების პირველი პირების მხრიდან დღეს დღის განავლობაში უკვე კათედა, თუმცა, ის ღიად არ დაუდანაშაულებიათ. 


პრემიერ-მინისტრმა ბინალი ილდირიმმა განაცხადა, რომ ნებისმიერი ქვეყანა, ვინც იდგება გულანის გვერდით, ჩაითვლება თურქეთის მტრად და მიიჩნევა, რომ თურქეთის წინააღმდეგ ომს აწარმოებს. 


თავად ფეთჰულაჰ გიულენმა კი სამხედრო გადატრიალება დაგმო და მასთან ნებისმიერი კავშირი უარყო.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner