ექსპერტი ნიკოლოზ მჭედლიშვილი ლარის გამყარებას სოციალურ ქსელში ეხმიანება.
,,ლარი განაგრძობს გამყარებას, დღეს საშუალო შეწონილი კურსი ვაჭრობის შედეგად დოლართან მიმართებაში 3.2228-ზე დაფიქსირდა, რაც ასახავს ქვეყნის ეკონომიკაში, ბოლო დროს, მიმდინარე დადებით ტრენდს. თუ გავითვალისწინებთ, რომ აპრილში ეკონომიკის ზრდა 44.8 პროცენტი იყო და 2021 წლის შედეგებით, ოპტიმისტური გათვლებით, ეკონომიკის ზრდა შეიძლება ორნიშნაც კი იყოს, მაშინ გასაგები ხდება ლარის გამყარება. გარდა ამისა, ვაქცინაცია აქტიურ ფაზაშია, გადალახულია პოლიტიკური დაძაბულოობა, პარტიები პარლამენტში დებატობენ, და თანდათანობით იხსნება კოვიდით გამოწვეული შეზღუდვები. ეს არის ის საერთო ფონი, რომელიც ლარის აღმავალ რალის განაპირობებს ეს დღეები!“,- წერს ნიკოლოზ მჭედლიშვილი.