logo_geo
eng_logo
ანდრია გვიდიანი: ლარის კურსის პოზიტიური დინამიკა პირდაპირ ასახავს გაზრდილ ეკონომიკურ აქტივობას
- +

2 ივნისი. 2021. 21:21

 

 

„ლარი განაგრძობს გამყარებას, დღეს საშუალო შეწონილი კურსი ვაჭრობის შედეგად დოლართან მიმართებაში 3.2228-ზე დაფიქსირდა,“ - ეროვნული ვალუტის გამყარებასთან დაკავშირებით, ეკონომისტი ანდრია გვიდიანი აღნიშნავს, რომ ლარის გამყარება ეკონომიკური აქტივობის გამოცოცხლების შედეგია.

 

„როგორც ვიცით, ბოლო დროს მნიშვნელოვნად შემსუბუქდა კოვიდ რეგულაციები. შესაბამისად, ამ პროცესმა ხელი შეუწყო, ზოგადად, ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებს. ეროვნული ვალუტის გამყარება რამდენიმე მნიშვნელოვანი და ფუნდამენტური ფაქტორით არის განპირობებული. მიმდინარე წლის იანვარ-აპრილის თვეში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მნიშვნელოვანი გამოცოცხლება იგრძნობა თითქმის ყველა იმ მიმართულებით, რაც, რა თქმა უნდა, ლარის კურსზე დადებითად მოქმედებს. ტურიზმის სექტორის გამოცოცხლება, უცხოეთიდან გადმორიცხვები, საგარეო ვაჭრობის დადებითი ტენდენცია და სხვა მაკროეკონომიკური პროცესები თავისთავად ხელს უწყობს ეროვნული ვალუტის გამყარების ტრენდს. აქედან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ ლარის კურსის პოზიტიური დინამიკა პირდაპირ ასახავს გაზრდილ ეკონომიკურ აქტივობას“, - განაცხადა გვიდიანმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner