„მე, ირაკლი ბათიაშვილს და გია კობახიძეს, 2004 წელს გელათში, დავით აღმაშენებლის საფლავზე ფიცი გვაქვს ერთად დადებული, რომ „ნაცების“ წინააღდმეგ სისხლის უკანაკსნელ წვეთამდე ვიბრძოლებდით“, - ამის შესახებ ჟურნალისტი ნინო ჯღარკავა სოციალურ ქსელში წერს.
„აი, იმათ - გახარიას მონებს მინდა ვუთხრა: ირაკლი კობახიძეს რომ ეკითხებით სად იყავი 2012 წელსო, ირაკლი გერმანიაში იყო, სწავლობდა და მუშაობდა. მაგრამ, მისი მამა, გია კობახიძე, როცა თქვენ, ყველა ნაცების უკანალში იყავით, 2003 წლიდან იბრძოდა. მე, ირაკლი ბათიაშვილს და გია კობახიძეს, 2004 წელს გელათში, დავით აღმაშენებლის საფლავზე, ფიცი გვაქვს ერთად დადებული, რომ, ნაცების წინააღდმეგ სისხლის უკანაკსნელ წვეთამდე ვიბრძოლებდით. მაშინ დიდი აქცია მოეწყო სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ და თბილისიდან ავტობუსებით ჩავედით ქუთაისში. ასე იყო ეს, და პივრლად ვწერ ამას!“, - წერს ჯღარკავა.