logo_geo
eng_logo
მარინა ენდელაძე: ახალგაზრდებში კორონავირუსის გავრცელებამ მოიმატა - ბევრი ახალგაზრდაა უფრო მძიმედ, ვიდრე მეორე ტალღის დროს
- +

2 ივნისი. 2021. 22:33

 

 

ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, ექიმ-ინფექციონისტის, მარინა ენდელაძის განცხადებით, ახალგაზრდებში კორონავირუსის ინფექციის გავრცელებამ მოიმატა, ამასთან, „მეორე ტალღასთან“ შედარებით, იმატა ახალგაზრდა მძიმე პაციენტების რიცხვმაც.

 

„მინდა გითხრათ, რომ ახლა გაახალგაზრდავდა შედარებით. ბევრი ახალგაზრდა არის უფრო მძიმედ, ვიდრე წინა „მეორე ტალღის“ დროს. ამ ასაკის პაციენტები ასე არ მძიმდებოდნენ, მძიმდებიან უფრო ადრეულ პერიოდში. მე-3, მე-4, მე-5 დღეს. საკმაოდ მაღალი ხარისხის პნევმონიები აქვთ, არის სუნთქვის უკმარისობა და ასე შემდეგ, რაც წინა ტალღის დროს ამდენი არ იყო. ახალგაზრდებში გავრცელებამაც მოიმატა, როგორც ვიცი, შესაბამისად, დამძიმების რიცხვმაც“, - აღნიშნა ენდელაძემ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner