ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, ექიმ-ინფექციონისტის, მარინა ენდელაძის განცხადებით, ახალგაზრდებში კორონავირუსის ინფექციის გავრცელებამ მოიმატა, ამასთან, „მეორე ტალღასთან“ შედარებით, იმატა ახალგაზრდა მძიმე პაციენტების რიცხვმაც.
„მინდა გითხრათ, რომ ახლა გაახალგაზრდავდა შედარებით. ბევრი ახალგაზრდა არის უფრო მძიმედ, ვიდრე წინა „მეორე ტალღის“ დროს. ამ ასაკის პაციენტები ასე არ მძიმდებოდნენ, მძიმდებიან უფრო ადრეულ პერიოდში. მე-3, მე-4, მე-5 დღეს. საკმაოდ მაღალი ხარისხის პნევმონიები აქვთ, არის სუნთქვის უკმარისობა და ასე შემდეგ, რაც წინა ტალღის დროს ამდენი არ იყო. ახალგაზრდებში გავრცელებამაც მოიმატა, როგორც ვიცი, შესაბამისად, დამძიმების რიცხვმაც“, - აღნიშნა ენდელაძემ.