„მეტროში დიდი ყურადღება ეთმობა უსაფრთხოებას. მნიშვნელოვანი პროექტი, რომელის საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების მხარდაჭერითა და დაფინანსებით განვახორციელეთ, იყო ძალოვანი კაბელების ცვლილება“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ტვ „იმედის“ ეთერში ისაუბრა.
„რაც მეტრო დაარსდა თბილისში, მას შემდეგ მისთვის ხელი არავის არ მოუკიდებია. მთლიანად, 450 ძალოვანი კაბელი მთლიანად განახლდა. ასევე დამონტაჟდა ახალი გამნიავებელი სისტემა, დაახლოებით 27 ერთეული ახალი აგრეგატი. ეს მიმართულება მთლიანად მოწესრიგდა. ვაგონების გარდა, არის სხვა ბევრი მნიშვნელოვანი პრობლემა, რასაც მომდევნო წლების განმავლობაში, აუცილებლად სჭირდება ყურადღების მიქცევა“, - განაცხადა კახა კალაძემ.