logo_geo
eng_logo
კახა კალაძე: გადავდგით რთული ნაბიჯი და დავიწყეთ სატრანსპორტო რეფორმა, რაც გრძელვადიან პერიოდში შედეგს მოიტანს და თბილისში საცობები აღარ იქნება
- +

3 ივნისი. 2021. 00:29

 

 

„ზუსტად იმიტომ დავიწყეთ სატრანსპორტო რეფორმის განხორციელება, რომ გარკვეული წლების შემდეგ დედაქალაქში საცობების პრობლემა იყოს მოწესრიგებული“, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

 

„ერთადერთი გზა, იმ პრობლემის მოგვარების, რომელიც დედაქალაქში გვაქვს და წლების განმავლობაში გვაწუხებდა, თუმცა ეს დღეს და გუშინ არ დაწყებულა, თუმცა ბოლო წლების განმავლობაში უფრო გაძლიერდა. ამის მიზეზია ის, რომ დედაქალაქში ავტომობილების რაოდენობა გაიზარდა. ამას რა თქმა უნდა თავისი მიზეზი აქვს. თუ 2012 წლამდე 125 ათასი კერძო ავტომობილი გადაადგილდებოდა თბილისში, დღეს 680 ათასზე მეტი მანქანა გადაადგილდება.

ეს ციფრი არის მზარდი და ყოველწლიურად 6%-ით იზრდება იმპორტირებული ავტომობილების რაოდენობა. თბილისში არის შენობები, ქუჩები და შეუძლებელია ამ ქუჩების გაფართოვება. რაც უფრო აფართოვებ ქუჩებს, თუ ამის შესაძლებლობაა, კიდევ უფრო ჩიხში შედის პრობლემა, რადგან წახალისებას აკეთებ კერძო ავტომობილებისთვის. ერთადერთი სწორი გზა ამ პრობლემის მოგვარების არის რეფორმა, რომელიც ჩვენ წამოვიწყეთ. ჩვენ შეიძლება დღეს შედეგი ვერ დავინახოთ, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში ეს პრობლემა იქნება მოგვარებული“, - აღნიშნა კალაძემ.

 

მისი თქმით, ამ სისტემაში დღეს რთული ვითარებაა, რადგან რეფორმა ახლახანს დაიწყო.

 

„კომფორტულ პოზასა და პიარულად ქულების დაწერაზე უარი ვთქვით. შეგვეძლო გვეთქვა, რომ ავტობუსები ჩავანაცვლეთ და ნახეთ რა მაგრები ვართ. მაგრამ, ამით რეალურად პრობლემა არ მოგვარდება. მოსახლეობას თვალში ნაცარს ხომ არ შევაყრით. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება... რთული იყო და ძალიან კარგად ვიცოდით რა შეიძლებოდა მოჰყოლოდა ამას. გარკვეული ადამიანების უკმაყოფილება. კარგად ვიცოდით რას ვაკეთებდით და გადავდგით ეს ნაბიჯი“, - განაცხადა კალაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner