logo_geo
eng_logo
ირაკლი ხმალაძე: მთაწმინდის საბაგიროს სარეაბილიტაციო სამუშაოები მომდევნო კვირიდან დაიწყება
- +

3 ივნისი. 2021. 01:06

 

 

„რუსთაველის გამზირისა და მთაწმინდის პარკის დამაკავშირებელი საბაგიროს სარეაბილიტაციო სამუშაოები უკვე მომდევნო კვირიდან დაიწყება. პროექტი რამდენიმე წელი იყო გაჩერებული და ამის მიზეზი იყო მოსახლეობასთან მიწის ნაკვეთებსა და სადემონტაჟო სახლებთან დაკავშირებული პრობლემები“, - განაცხადა დედაქალაქის ვიცე-მერმა, ირაკლი ხმალაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.

 

„ძალიან ბევრი პრობლემა იყო ამ საკითხის ირგვლივ, როდესაც ჩვენ დავიწყეთ მუშაობა და ყველა პრობლემას მოვუძებნეთ გადაწყვეტა. რაც მთავარია, მოსახლეობასთან მივაღწიეთ შეთანხმებას, ჩატარდა სატენდერო პროვცედურები, გაფორმა ხელშეკრულება, დაფინასება მოძიებულია. მომდევნო კვირიდან დაუწყება სამუშაოები და მომდევნო 22 თვის განმავლობაში დასრულდება, რის შემდეგაც ქალაქს ექნება მთაწმინდასთან დამაკავშირებელი კიდევ ერთი სატრანსპორტო საშუალება“, - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner