logo_geo
eng_logo
კახა კალაძე: პანდემიამ რადიკალურად შეცვალა მდგომარეობა, სხვა პრიორიტეტები გაჩნდა და ბევრი პროექტის განხორციელებაზე უარის თქმა მოგვიწია
- +

3 ივნისი. 2021. 01:27

 

 

„ჩვენ კარგად გვესმის არსებული ეკონომიკური მდგომარეობა ქვეყანაში და მთელ მსოფლიოში. ყველა ვებრძვით პანდემიას. ზოგადად 2020 წელი ჩვენთვის იყო განსაკუთრებული ბიუჯეტის თვალსაზრისით. მილიარდ 500 მილიონი იყო დედაქალაქის ბიუჯეტი, რაც რეკორდული ციფრი იყო, მაგრამ სამწუხაროდ, პანდემიამ რადიკალურად შეცვალა მდგომარეობა, სხვა პრიორიტეტები გაჩნდა და ბევრი პროექტის განხორციელებაზე უარის თქმა მოგვიწია“, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ  ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში  განაცხადა.

 

„მარტო საზოგადოებრივი ტრანსპორტის განახლება ხომ არ არის. ამას თან სდევს ზონალურ-საათობრივი პარკირება მთელი ქალაქის მასშტაბით. იგივე სატრანპოტრტო ინფრასტრუქტურა. მხედველობაში მაქვს გზები, საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის შესაბამისი ზოლების განსაზღვრა ა.შ. ეტაპობრივად მივყვებით და ყველაფერი დამოკიდებული იქნება ფინანსებზე“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner