logo_geo
eng_logo
გია აბაშიძე: სააკაშვილის მარიონეტი ტელევიზიები ქმნიან "სურათს", თითქოს ერთი პოლიციელის და ერთი ჯარისკაცის მიერ სისტემის დატოვებამ მასობრივი ხასიათი მიიღო
- +

3 ივნისი. 2021. 01:52

 

 

„საქართველოს ყოფილი მთავარსარდალი, ლაჩარი მიხეილ სააკაშვილი ამჯერადაც დაუმორჩილებლობის მოწოდებით მიმართავს ჩვენი ქვეყნის სახელოვან პოლიციელებსა და ჯარისკაცებს“, - ამის შესახებ ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, სააკაშვილის მიერ ნამახვანჰესის წინააღმდეგ პროტესტის სათავისოდ გამოყენების მცდელობა, უშედეგოდ დასრულდება.

 

„ნამახვანჰესის წინააღმდეგ აგორებულ კამპანიაშიც სააკაშვილი უშედეგოდ და საჯაროდ ცდილობს პროცესების სათავისოდ გამოყენებას. უკანონობისა და დესტრუქციის სიმბოლოდ ქცეული სააკაშვილის მარიონეტი ტელევიზიები ქმნიან "სურათს", რომ თითქოსდა ერთი პოლიციელის და ერთი რიგითი ჯარისკაცის მიერ სისტემის დატოვებამ მასობრივი ხასიათი მიიღო, რადგან თითქოსდა "ყველა ეწინააღმდეგება" ნამახვანჰესის მშენებლობას.  ეს ასე არ არის და საზოგადოება ამას ნათლად ხედავს.

სააკაშვილის მიერ ნამახვანჰესის წინააღმდეგ პროტესტის სათავისოდ გამოყენების ტრაგიკომიკური, ფუჭი მცდელობა კი, მისთვის ისეთივე შედეგით დასრულდება, როგორც მეათე მოწვევის პარლამენტის ე.წ, ბოიკოტირება“, - წერს ანალიტიკოსი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner