logo_geo
eng_logo
ზაალ ანჯაფარიძე: ასეთი დონის დახვედრა ქვეყნის ლიდერს, შევარდნაძის შემდეგ არ ჰქონია
- +

3 ივნისი. 2021. 02:22

 

 

„საქართველოს პრემიერ მინისტრის დახვედრის დონე და მასშტაბი თურქეთში ბევრ ჩვენს მოქალაქეს გაახარებდა, პოლიტიკური მრწამსის მიუხედავად. ასეთი დონის დახვედრა ქვეყნის ლიდერს შევარდნაძის შემდეგ არ ჰქონია. ეს არის სწორედ იმ დონის ვიზიტი დასავლეთში რომ „Red Carpet Treatment" უწოდებენ“, - ასე აფასებს ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე ირაკლი ღარიბაშვილის მეზობელ ქვეყანაში ვიზიტს.

 

„ვიზიტის პოლიტიკურ, გეოსტრატეგიულ და ეკონომიკურ შედეგებს ჩვენ თვალსაწიერ მომავალში ვნახავთ და ისეთ მეზობელთან როგორიც თურქეთია, ასეთ რთულ და წინააღმდეგობრივ გეოპოლიტიკურ ვითარებაში რაც ჩვენს რეგიონშია, ასეთი დონის ურთიერთობების დამყარება-შენარჩუნება, მიღწევაა, თუნდაც იმ კამპანიის ფონზე რაც ცალკეული ჯგუფების მხრიდან მიმდინარეობს.

პერსპექტივაში არის ძალიან მნიშვნელოვანი ორმმხრივი და მრავალმხრივი მეგა-პროექტები, რომლებმაც ქვეყანას პანდემიური ეკონომიკური ვარდნიდან სწრაფად ამოსვლის საშუალება უნდა მისცეს. დასახულია მიზანი სავაჭრო მოცულობა - 3 მილიარდი დოლარი.

ვფიქრობ, თურქეთს შეუძლია თავის წვლილი შეიტანოს აფხაზეთთან ურთიერთობების დარეგულირებაში, ამაზეც იყო მინიშნება და ასევე სომხეთ-საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთის თანამშრომლობაზე.

საერთაშორისო რადარებიდან ჩვენი გაქრობის თეორიის მიმდევრებს კი მინდა ვუთხრა.. დაოკდით!“, - წერს ანალიტიკოსი სოციალურ ქსელში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner