საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის თურქეთში ვიზიტს ექსპერტი ნიკოლოზ მჭედლიშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება.
„პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტმა თურქეთში დიდი წარმატებით ჩაიარა, სადაც მას უაღრესად მაღალი დონის დახვედრა მოუწყვეს. თურქეთმა უჩვენა საქართველოს და რეგიონსაც, რომ ეს იყო ორი სტრატეგიული პარტნიორის უაღრესად მნიშნველოვანი შეხვედრა.
ამგვარი დახვედრის ცერემონიებს თურქები მხოლოდ ევროპის და მსოფლიოს ლიდერებს უწყობენ ხოლმე.
თურქეთის პრეზიდენტის თქმით, ორივე ქვეყანა უნდა ეცადოს, რომ სავაჭრო ბრუნვა $3 მილიარდამდე გაიზარდოს, ასევე გაიზარდოს ინვესტიციები და ეფექტურად გამოყენებულ იქნეს ბაქო-ახალქალაქი-ყარსის რკინიგზა ტვირთების ტრანზიტისათვის.
ამ რკინიგზას ის უნიკალური მნიშვნელობა აქვს, რომ საქართველოდან სარკინიგზო ტვირთები და მგზავრებიც პირდაპირ შუაგულ ევროპაში შეიძლება მოხვდნენ.
თურქეთი საქართველოს განიხილავს როგორც რეგიონალური თანამშრომლობის გასაღებს და ასევე როგორც ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს დერეფანს ჩინეთთან სავაჭრო კავშირისათვის“, - წერს ესქპერტი.