„უმეტესობა პოლიტიკაში მოდის გამდიდრების მიზნით. ბიძინა ივანიშვილის შემთხვევაში, პირიქით მოხდა“, - წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე „ფეისბუქის“ პირად გვერდზე, რითაც ეხმაურება ინფორმაციას, რომ Bloomberg-მა ივანიშვილი 500 უმდიდრესი ადამიანის სიიდან ამოიღო.
„Forbes-ის მონაცემებით, 2012 წლის მარტში, მისი ქონება $6.4 მილიარდს შეადგენდა, ბოლო ინფორმაციით - $ 4.8 მილიარდს. თუმცა, მხოლოდ პოლიტიკა არაა მთავარი. საქართველოსთვის მისი ოჯახის მისაბაძი და უპრეცედენტო ქველმოქმედება მრავალ თაობას დაამახსოვრდება“, - წერს ანალიტიკოსი.