შეიარაღებულ ამბოხებაში მონაწილეობისთვის დაკავებულ თურქ სამხედროებს ეგონათ, რომ ისინი წვრთნებში მონაწილეობდნენ. ამის შესახებ გამოცემა Hurriyet-ი იუწყება.
„ჩვენ მხოლოდ მაშინ გავიგეთ ყველაფერი, როდესაც ქუჩაში გამოსული ხალხი დავინახეთ, რომელიც ტანკებზე ძვრებოდა", - განაცხადა ერთ-ერთმა დაკავებულმა სამხედრომ.
მისი თქმით, პოლკოვნიკმა, რომელიც ამ დაჯგუფებას ხელმძღვანელობდა, პოლიციის დანახვისას უკან დახევის ბრძანება გასცა. ამასთანავე, ტელეარხი CNN Turk-ი იუწყება, რომ ამბოხებაში მონაწილე ბოლო ჯგუფი დაკავებულია. ისინი თურქეთის გენერალური შტაბის შენობიდან ხელბორკილებით გამოიყვანეს და ავტობუსებში ჩასვეს. დაკავებულთა შორის შეიარაღებული ძალების 13 მაღალჩინოსანია.