logo_geo
eng_logo
ამბოხების მონაწილე სამხედროებს ეგონათ, რომ ისინი წვრთნებში მონაწილეობდნენ
- +

17 ივლისი. 2016. 02:18


შეიარაღებულ ამბოხებაში მონაწილეობისთვის დაკავებულ თურქ სამხედროებს ეგონათ, რომ ისინი წვრთნებში მონაწილეობდნენ. ამის შესახებ გამოცემა Hurriyet-ი იუწყება.


ჩვენ მხოლოდ მაშინ გავიგეთ ყველაფერი, როდესაც ქუჩაში გამოსული ხალხი დავინახეთ, რომელიც ტანკებზე ძვრებოდა", - განაცხადა ერთ-ერთმა დაკავებულმა სამხედრომ.


მისი თქმით, პოლკოვნიკმა, რომელიც ამ დაჯგუფებას ხელმძღვანელობდა, პოლიციის დანახვისას უკან დახევის ბრძანება გასცა. ამასთანავე, ტელეარხი CNN Turk-ი იუწყება, რომ ამბოხებაში მონაწილე ბოლო ჯგუფი დაკავებულია. ისინი თურქეთის გენერალური შტაბის შენობიდან ხელბორკილებით გამოიყვანეს და ავტობუსებში ჩასვეს. დაკავებულთა შორის შეიარაღებული ძალების 13 მაღალჩინოსანია.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner