logo_geo
eng_logo
დავით ქართველიშვილი: თუ პარტია „საქართველოსთვის“ დაფინანსების წყარო კეზერაშვილის ფინანსური პირამიდაა - იგი ყარს
- +

3 ივნისი. 2021. 13:01

 

ექსპერტი დავით ქართველიშვილი Ongo.ge-ზე გამოქვეყნებულ სტატიას ეხმაურება, სადაც აღნიშნულია, რომ „კეზერაშვილმა გახარიას პარტიას უკვე მილიონზე მეტი დაახარჯა“.

 

„პრინციპში, რატომ უნდა ვიყო ურყევი ჩემთვის თუნდაც დაუჯერებელი ამბების უარყოფაში - როდესაც დიახ, გიორგი გახარიას პარტიის „მარჯვენა“ და „მარცხენა“ კიდურები სააკაშვილთან და კეზერაშვილთან ოდესღაც დაახლოვებული იმდროინდელი მაღალჩინოსნები არიან.

 

ერთ-ერთი მათგანის მიმართ მწვავე შეკითხვებიც დავსვი, თუმცა პასუხის მიღებაზე მინიშნებაც ვერ მივიღე. ასე რომ, თუ პარტია „საქართველოსთვის“ დაფინანსების წყარო, კეზერაშვილის ფინანსური პირამიდაა - იგი ყარს. მას ქართული სისხლითა და ცრემლით ქმნიდა. აწი თავად ამტკიცონ, ვინ არიან და რა უნდათ...“ - წერს ქართველიშვილი. 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner