ექსპერტი დავით ქართველიშვილი Ongo.ge-ზე გამოქვეყნებულ სტატიას ეხმაურება, სადაც აღნიშნულია, რომ „კეზერაშვილმა გახარიას პარტიას უკვე მილიონზე მეტი დაახარჯა“.
„პრინციპში, რატომ უნდა ვიყო ურყევი ჩემთვის თუნდაც დაუჯერებელი ამბების უარყოფაში - როდესაც დიახ, გიორგი გახარიას პარტიის „მარჯვენა“ და „მარცხენა“ კიდურები სააკაშვილთან და კეზერაშვილთან ოდესღაც დაახლოვებული იმდროინდელი მაღალჩინოსნები არიან.
ერთ-ერთი მათგანის მიმართ მწვავე შეკითხვებიც დავსვი, თუმცა პასუხის მიღებაზე მინიშნებაც ვერ მივიღე. ასე რომ, თუ პარტია „საქართველოსთვის“ დაფინანსების წყარო, კეზერაშვილის ფინანსური პირამიდაა - იგი ყარს. მას ქართული სისხლითა და ცრემლით ქმნიდა. აწი თავად ამტკიცონ, ვინ არიან და რა უნდათ...“ - წერს ქართველიშვილი.