logo_geo
eng_logo
თამთა მეგრელიშვილი: ახალი პარტიის მხრიდან თუ სასწრაფოდ არ გაეცა კითხვებზე პასუხები, ეს იქნება ღიად და დეკლარირებულად ამ ალიანსის დადასტურება
- +

3 ივნისი. 2021. 13:21

 

 

საჯარო მმართველობის დოქტორი თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში ეხმიანება დავით კეზერაშვილის მიერ ყოფილი პრემიერის გიორგი გახარიას პარტიის დაფინანსების საკითხს,  რომელიც Ongo.ge-ზე გამოქვეყნდა.

 

თამთა მეგრელიშვილის თქმით, ახალი პარტიის დაფინანსების საკითხი ძალიან ბუნდოვანია და თუ კითხვებს სწრაფად არ გაეცემა პასუხი, ეს იქნება ღიად დეკლარირებული ალიანსი.

 

„კიდევ უფრო ბუნდოვანი ხდება გახარიას პარტიის დაფინანსების საკითხი და დროის გასვლასთან ერთად მოჩანს ყოფილი პრემიერისა და კეზერაშვილის ალიანსი. მით უმეტეს იმ ფონზე, რომ ბოკერიას პარტია ფაქტობრივად აღარ არსებობს. ამიტომ, ახალი პარტიის მხრიდან თუ სასწრაფოდ არ გაეცა კითხვებზე პასუხები, ეს იქნება ღიად და დეკლარირებულად ამ ალიანსის დადასტურება“, - წერს თამთა მეგრელიშვილი.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner