logo_geo
eng_logo
„Bloomberg“: ევროკავშირი „Ryanair“-ის ინციდენტთან დაკავშირებით ბელარუსს სანქციების პირველ ნაწილს მიმდინარე კვირას დაუწესებს
- +

3 ივნისი. 2021. 14:42

 

ევროკავშირი „Ryanair“-ის ინციდენტთან დაკავშირებით ბელარუსს სანქციების პირველ ნაწილს მიმდინარე კვირას დაუწესებს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „Bloomberg“ დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

 

წყაროების ინფორმაციით, სანქციების პირველი ეტაპის ფარგლებში, ევროკავშირი ბელარუსულ ავიაკომპანიებს ევროპის საჰაერო სივრცის გამოყენებასა და ევროპულ აეროპორტებში დაშვებას აუკრძალავს.

 

გარდა ამისა, მომდევნო კვირას ევროკავშირი 7 პირისა და ერთი ორგანიზაციისთვის სანქციების დაწესების საკითხს განიხილავს.

 

23 მაისს „Ryanair“-ის თვითმფრინავი, რომელიც ათენიდან ვილნიუსში რეისს ასრულებდა, ბორტზე ბომბის არსებობის შესახებ შეტყობინების გამო მინსკში დაეშვა. მოგვიანებით გაირკვა, რომ ეს ინფორმაცია არ დადასტურდა. ამასთან, რეისის ერთ-ერთი მგზავრი, ოპოზიციურად განწყობილი ბელარუსი ჟურნალისტი რომან პროტასევიჩი დააკავეს.

 

25 მაისს ევროკავშირის სამიტმა ბელარუსის წინააღმდეგ სანქციების გაფართოების გადაწყვეტილება მიიღო.

right_banner right_banner
არქივი
right_banner