logo_geo
eng_logo
შეიარაღებული პირების ჯგუფმა ერევანში პოლიციის განყოფილების შენობა დაიკავა
- +

17 ივლისი. 2016. 12:05


ერევანში შეიარაღებული პირების ჯგუფმა პოლიციის განყოფილების შენობა დაიკავა. ისინი იარარის უკანონო შენახვისთვის დაკავებულ, ოპოზიციური მოძრაობის "სადამფუძნებლო პარლამენტის" კოორდინატორის, ჟირაირ სეფილიანის გათავისუფლებას ითხოვენ.


ინციდენტი ქალაქ ერებუნიში მოხდა. დაუდასტურებელი ცობით, შეიარაღებული თავდასხმისას დაიღუპა ერთი და დაშავდა რამდენიმე ადმიანი. თავდამსხმელებმა პოლიციის უფროსის მოადგილე მძევლად აიყვანეს.


ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, პოლიციის განყოფილებასთან სამხედრო ქვედანაყოფებია მობილიზებული.


ივნისში სეფილიანს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუაფრდეს, მას იარაღის უკანონო შეძენასა და შენახვაში ედება ბრალი. გამოძიების მტკიცებით, ჯგუფი სეფილიანის ხელმძღვანელობით დანაშუელებრივ ქმედებებს გეგმავდა. კერძოდ, გამოძიების ცნობით, ისინი ერევანში რამდენიმე სტრატეგიული ობიექტის დაკავებას აპირებდნენ.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner