logo_geo
eng_logo
სომხეთის უშიშროების სამსახური ერევანში შეიარაღებული ამბოხის დაწყებას არ ადასტურებს
- +

17 ივლისი. 2016. 12:05


სომხეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა შეიარაღებული დაჯგუფების წევრებთან, რომლებიც დღეს ერევნის ერებუნის რაიონის პოლიციის შენობაში შეიჭრნენ, მოლაპარაკებები დაიწყეს. ამის შესახებ სომხეთის ეროვნული უშიშროების სამსახური იუწყება.


დღეს დილით, შეიარაღებული ადამიანებისგან შემდგარი ჯგუფი სომხეთის საპატრულო დაცვის პოლკში შეიჭრა და ძალადობის მუქარით ადამიანები ჰყავთ დაკავებული. ამ დროისთვის მათთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს, რათა ხელისუფლებას მშვიდობიანად ჩაბარდნენ", - ნათქვამია უშიშროების სამსახურის განცხადებაში.


ვრცელდება ინფორმაცია, რომ პოლიციის შენობაში შეჭრილთა მომხრეები სოციალური ქსელებით ავრცელებენ განცხადებებს, რომ შეიარაღებული ამბოხი დაიწყო. თუმცა, უშიშროების სამსახური ამ ინფორმაციას უარყოფს და აცხადებს, რომ ეს სინამდვილეს არ შეესაბამება და სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოები ჩვეულ რეჟიმში განაგრძობენ მუშაობას.


ასევე, ვრცელდება ინფორმაცია, რომ შენობაში მყოფი ადამიანები ხელისუფლების გადადგომას მოითხოვენ. ბოლო ინფორმაციით, ერევანში, სადაც დღეს დილით შეიარაღებული ადამიანებისგან შემდგარმა ჯგუფმა პოლიციის შენობა დაიკავა, ერთი ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner