logo_geo
eng_logo
გელა ზედელაშვილი: ბიჭო, ხაჭო ჭამე, ფისი ქენი, „ჩერგოს“ კალთაში თავი ჩარგე, დაიძინე!
- +

3 ივნისი. 2021. 18:31

 

 

ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი სოციალური ქსელით გიგა ბოკერიას მიმართავს.

 

„გიგა ბოკერია: „ახლა საჭიროა, შეწყდეს დისკუსია და დაიწყოს მოლაპარაკებები ოპოზიციური ფლანგის საარჩევნოდ კოორდინაციის შესახებ, რათა საბოლოოდ დამარცხდეს ივანიშვილი“.

 

შე ჩემის ტრულაილავ, კაცმა პარტია თავზე დაგანგრია, ყველამ მიგატოვა, გიჟუა „ჩერგოს“ ამარა დარჩი, იმ კაცმა პარლამენტში  შესვლაც აღარ გაღირსა,  მიგაჩმორა, მიგაფარჩაკა, მიგაიმასქნა და... ჰა, ჰა, ჰა, ისევ იძახი, საბოლოოდ უნდა დამარცხდეს ბიძინა ივანიშვილიო?!

 

ვისი დაამმარცხებელი ხარ, შე ტაშკ...ლა მაიმუნო? 2012 წლიდან მოყოლებული ერთ ადგილზე ბუქსაობ, „ჩერგოს“ კალთიდან ვერ გამოძვერი, ბიძინას ბუზიც ვერ აუფრინე, ახლა რა უნდა დააკლო, რა ფეხები უნდა მოსჭამო?!

 

ჰმ... ბიძინა ივანიშვილი საბოლოოდ უნდა დამარცხდესო... საბოლოოდო, გეგონება, აქამდე მის დამარცხებას ცოტაღა დააკლდა და ახლა საბოლოო იქნება.

 

მიდი, ბიჭო, ხაჭო ჭამე, ფისი ქენი, „ჩერგოს“ კალთაში თავი ჩარგე, დაიძინე!“ - წერს გელა ზედელაშვილი.

right_banner right_banner
არქივი
right_banner