საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის დელეგაციასთან შეხვედრას ეხმაურება.
„სენატორ ჯინ შაჰინისა და სენატორ რობ პორტმანის ვიზიტი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების მხრიდან მხარდაჭერის ძალიან ძლიერი სიგნალია. ჩვენ განვიხილეთ რეგიონში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები, შავი ზღვის უსაფრთხოების მნიშვნელობა, ნატოსა და საქართველოს ეკონომიკური აღდგენის საკითხები“, - წერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი Twitter-ზე.