თურქეთის ინჯირლიკის ავიაბაზა, რომელსაც აშშ და საერთაშორისო კოალიცია მეზობელ სირიაში ექტრემისტების წინააღმდეგ ავიადარტყმებისთვის იყენებს, ბლოკირებულია. ამის შესახებ CNN ამერიკელ დიპლომატებზე დაყრდნობით იუწყება.
ბაზიდან საბრძოლო ფრენა დროებით შეჩერებულია. დახურულია საჰაერო სივრცე. ასევე ვრცელდება ინფორმაცია ბაზაზე ელექტროენერგიის გათიშვის შესახებ.
აშშ-ის საკონსულო თავის მოქალაქეებს მოუწოდებს, ვითარების გარკვევამდე ბაზის სიახლოვეს გადაადგილებისგან თავი შეიკავონ.
აშშ-ის არმიის წარმომადგენლის განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზები უცნობია. ვაშინგტონი ანკარასგან ავიაბაზის ბლოკირების შესახებ განმარტებას ელის. BBჩ-ის ცნობით კი, ეს შესაძლოა, თურქეთის ხელისუფლების პოლიტიკურ გადაწყვეტილებას არ წარმოადგენს და მხოლოდ უსაფრთხოების ზომაა.
გერმანიის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, სირიის საზღვართან მდებარე ინჯირლიკის ბაზას ნატო-ს წევრები, კერძოდ, აშშ-ის, გერმანიის, დიდი ბრიტანეთის ძალები, ასევე ყატარისა და საუდის არაბეთის საჰაერო ძალები იყენებენ.