logo_geo
eng_logo
ერევანში სერჟ სარგსიანის გადადგომასა და ძალაუფლების ხალხისთვის გადაცემას ითხოვენ
- +

17 ივლისი. 2016. 13:47


შეიარაღებული ადამიანებისგან შემდგარი ჯგუფი, რომელმაც ერევანში პოლიციის შენობა დაიკავა, ქვეყნის პრეზიდენტის, სერჟ სარგსიანის გადადგომასა და ძალაუფლების ხალხისთვის გადაცემას ითხოვს. აღნიშნულ ინფორმაციას სომეხი დეპუტატი ნიკოლა პაშინაიანი ავრცელებს.


შეიარაღებულმა ადამიანებმა პოლიციის სამმართველოში 7 ადამიანი ტყვედ აიყვანეს. სომხური საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, თავიდან სამმართველოში 8 ადამიანი ჰყავდათ დატყვევებული, თუმცა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო ერთ-ერთი მათგანი ჰოსპიტალში გადაიყვანეს.


სომხეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა შეიარაღებული დაჯგუფების წევრებთან მოლაპარაკებები დაიწყეს. სომხეთის უშიშროების სამსახური ერევანში შეიარაღებული ამბოხის დაწყებას არ ადასტურებს.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner