logo_geo
eng_logo
გია აბაშიძე: ქართული ტელემედიის ერთი ნაწილის ეთერში, საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი ამბები, სადაც მმართველი გუნდის წარმომადგენლები ფიგურირებენ, საერთოდ არ შუქდება
- +

4 ივნისი. 2021. 01:29

 

ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში წერს:

 

 

„ქართული ტელემედიის ერთ ნაწილში, რომელიც ღიად ოპოზიციური სარედაქციო პოლიტიკით გამოირჩევა, ბოლო პერიოდში ახალი ტენდენცია გამოიკვეთა: სახელმწიფოსთვის და საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი ამბები, სადაც მმართველი გუნდის წარმომადგენლები ფიგურირებენ, მათ ეთერში ან საერთოდ არ შუქდება, ან შუქდება ისე, რომ მაყურებელი ინფორმაციის ნაცვლად ამბისა და მისი ფიგურანტების მიმართ მედიის ცინიკური სარედაქციო დამოკიდებულების დემონსტრირებას ადევნებს თვალყურს.

ამ ტენდენციის ერთ-ერთ მაგალითად შეგვიძლია განვიხილოთ 1-ელ ივნისს საქართველოს პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ოფიციალური ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში, სადაც ის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდა“, - წერს ანალიტიკოსი.

right_banner right_banner
არქივი
right_banner