„საქართველოს პარტნიორული ურთიერთობა მეზობლებთან, მეგობარ სახელმწიფოებთან, საერთაშორისო ინსტიტუტებთან კიდევ უფრო მიიწევს წინ და ღრმავდება“, - ამის შესახებ ანალიტიკოსი გია აბაშიძე „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს.
„სასიხარულო რეალობა vs ""ნაცების" ილუზიები:
როგორ გახუნდა სააკაშვილის სექტის ფუყე გზავნილები: საქართველო საერთაშორისო რადარებიდან გაქრა, ქვეყანა რეგიონში მიჩანჩალებს, ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში, ამერიკიდან ჩამოვა მაღალი დონის დელეგაცია და "ქართული ოცნებისგან" მოითხოვს მიტაცებული ხელისუფლების დათმობას და მსგავსი კლოუნადური ბლა, ბლა, ბლაა...
რეალობაში კი საქართველოს პარტნიორული ურთიერთობა მეზობლებთან, მეგობარ სახელმწიფოებთან, საერთაშორისო ინსტიტუტებთან კიდევ უფრო მიიწევს წინ და ღრმავდება. "წინ მიიწევს, ღრმავდება და ფართოვდება" - ეს არ გახლავთ მხოლოდ სიტყვები ოფიციალური ქრონიკიდან. თანამშრომლობა, დემოკრატია, კომუნიკაცია - მუდმივად განახლებადნი, დასახვეწნი და განვითარებადნი არიან.
საერთაშორისო ასპარეზზე მიღწევების ძალიან ვრცელი ჩამონათვალი რომ არ გამოვიდეს, გადავხედოთ ბოლოდროინდელ მაღალი დონის საერთაშორისო ვიზიტებს თბილისიდან და თბილისში“, - წერს ანალიტიკოსი.