logo_geo
eng_logo
ამირან სალუქვაძე: რაის "შარლ მიშელის ჯგუფი", რას ბოდიალობთ?!
- +

4 ივნისი. 2021. 01:45

 

„რა სირცხვილია ფრაქციისთვის ასეთი სახელის დარქმევა: "შარლს მიშელის რეფორმების ჯგუფი".ამიტომ არ გთვლით ღირსად იყოთ პოლიტიკაში, მით უმეტეს - პარლამენტში.

რაის "შარლ მიშელის ჯგუფი", რას ბოდიალობთ?!“, - ამის შესახებ ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში წერს.

 

საუბარია პარლამენტში  ახალ ოპოზიციური ფრაქციაზე, რომლის სახელწოდებაა -  „შარლ მიშელის რეფორმის ჯგუფი“.

 

„ეს სახელი რომ პოპულისტურია და ვიწროპოლიტიკურ ინტერესებს ეხება, მხოლოდ უვიცი ვერ მიხვდება.

ერთი მხრივ, ამ სახელით ევროპული საბჭოს პრეზიდენტს "უძვრებით", მეორე მხრივ შიგნით გჭირდებათ "საქაჩაოდ", რომ რაიმე სისულელეზე იხმაუროთ შარლ მიშელის რეფორმებს ეწინააღმდეგებიანო.

სახელი ვერ მოიფიქრეთ, თქვენ პარტიების დასახელებიდან ან პროგრამებიდან გამომდინარე? ან აღმაშენებლის სახელი სანამ უნდა ატრიალოთ?

 

ფსევდომედასავლეთეები ხართ. შარლ მიშელმა ჯერ დენიელსონი გამოგზავნა, ის გააგიჟეთ. მერე თვოთონ მიშელი გადაიყვანეთ ჭკუიდან, თავის ევროდეპუტატებიანად.

რანაირი აღმაშენებელიც ხართ, ისეთივე შარლმიშელელები.

პირდაპირ გირჩი რატომ არ დაარქვით, "გირჩი აღმაშენებელი - მეტი თავისუფლება?!"

ესაა, როცა არც იდეოლოგია გაქვთ, არც პრინციპები, არც ქვეყნის იმიჯი გადარდებთ, არც იმას იაზრებთ, რომ ასეთი სისულელეების გამო ძლიერდება ანტიდასავლური განწყობები.

თქვენი ადგილი სათამაშო პარლამენტშია, პოლიტიკოსობანა და დეპუტატობანა რომ ითამაშოთ.

ცრუობენ და ოცნებობენ, პოლარიზაცია გაძლიერდება და ახალი არჩევნები გადატვირთავსო. ბრბო ჰგონიათ ხალხი. სანამ თქვენ პოლიტიკაში ხართ, დაპირისპირებას რა შეამცირებს?!

ახლა ეს მარგინალები, ზუსტად ეს ფრაქცია და მათი თანამოაზრეები, ისევ იწყებენ კონსტიტუციაში ეკლესიის შესახებ ჩანაწერს.

მართლა მოგიხდებათ ვადამდელი არჩევნები. დასაბერტყი ხართ მაქედან. ხალხმა რატომ უნდა იხადოს თქვენი ხელოვნური რიგგარეშე არჩევნების ფული?!“, - წერს სალუქვაძე.

 

პარლამენტში ახალი ოპოზიციური ფრაქცია სახელწოდებით „შარლ მიშელის რეფორმის ჯგუფი“ შეიქმნა. 7 წევრისგან შემდგარ ფრაქციაში წარმოდგენილი არიან დეპუტატები: ხათუნა სამნიძე, გიორგი ვაშაძე, პაატა მანჯგალაძე, ტარიელ ნაკაიძე, თეონა აქუბარდია, ზურა ჯაფარიძე და გრიგოლ ვაშაძე.

right_banner right_banner
არქივი
right_banner