logo_geo
eng_logo
ბონდო მძინარაშვილი ომბუდსმენზე: იმდენი არ უნდა ესმოდეს, რომ ეკლესიის დისკრედიტაცია, საზოგადოებრივი ქსოვილის რღვევას იწვევს?!
- +

4 ივნისი. 2021. 02:29

 

 

„ეს არის უპასუხისმგებლო განცხადება! სახალხო დამცველის ინსტიტუტი კონსტიტუციური ინსტიტუტია! როგორ შეიძლება, ამ ინსტიტუტის ხელმძღვანელმა ასეთ მგრძნობიარე თემაზე ასე უპასუხისმგებლოდ ისაუბროს?!“, - ასე ეხმაურება საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრი, ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას განცხადებას, რომლის თანახმად, ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში „გამოძიება მიმდინარეობს სავარაუდო ძალადობის 3 ფაქტზე  და სავარაუდო გაუპატიურების ერთ ფაქტზე“.

 

„რას ნიშნავს "სავარაუდო გაუპატიურება"?! გაუპატიურება ან მოხდა, ან არ მომხდარა!

გამოძიებამ ყველაფერი ზედმიწევნით უნდა გაარკვიოს და მხოლოდ დადასტურების შემთხვევაში შეიძლება ამ ფაქტზე საუბარი!

ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში ათეულობით ბავშვია, ისინი სკოლაში სწავლობენ, როგორ შეიძლება თითოეული მათგანის ამ ეჭვის ქვეშ დაყენება?!

ჯერ საპატრიარქოს და კონკრეტული მეუფის წინააღმდეგ ბრძოლა რატომ უნდა იკადროს სახალხო დამცველმა და მერე კიდევ, იმდენი არ უნდა ესმოდეს, რომ ეკლესიის დისკრედიტაცია საზოგადოებრივი ქსოვილის რღვევას იწვევს?! ეს არის სახალხო დამცველის საქმე და მიზანი?!

 

მეორეც: თუკი ბავშვის საუკეთესო ინტერესებზე საუბრობს, როგორ შეიძლება პანსიონში მყოფი ყველა ბავშვის მიმართ ამ ეჭვის გაჩენა?!

სანამ ყველაფერი არ გაირკვევა, ნებისმიერი აღსაზრდელი ან პოტენციურ მოძალადედ, ანდა, თუკი უფროსები არიან ეჭვმიტანილები, პოტენციურ მსხვერპლად განიხილება!

თქვენ გესმით, რა ეჭვს თესავთ?!

 

ახლა ამ პრობლემას მეორე მხრიდან შევხედოთ:

როცა ვიცით, ეკლესიას და საპატრიარქოს როგორი გააფთრებით უტევენ მებრძოლი უღმერთოები, რატომ ტოვებთ სივრცეს ამგვარი ბრალდებებისთვის?!

თვითონ მოითხოვეთ განათლების და ჯანდაცვის სამინისტროების ერთობლივი კომისიის შექმნა და სახალხო დამცველის აპარატის მონაწილეობით შეამოწმონ პანსიონში არსებული მდგომარეობა!

ახლა უკვე იმდენი და იმგვარი ინტერპრეტაციისა და სპეკულაციისთვის გაჩნდა ნოყიერი ნიადაგი, რომ კომპლექსური შემოწმება გარდაუვალია!

რატომ მიიყვანეთ საქმე აქამდე, რატომ?!“, - წერს ჟურნალისტი.

right_banner right_banner
არქივი
right_banner