„შიდა პოლიტიკა უინტერესოა, რაც მეტი სკანდალია, მით უფრო.
რაც შეეხება საგარეო სფეროს, მისასალმებელია საერთაშორისო ურთიერთობების გააქტიურება“, - წერს ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე „ფეისბუქის“ პირად გვერდზე.
„მოქმედ პრემიერს ვიზიტები ჰქონდა ევროკავშირსა და ნატოში, აზერბაიჯანში, სომხეთში, თურქეთში, ახლა უკრაინელ კოლეგას სტუმრობს. აქვე აღვნიშნავ კონგრესის ორპარტიული წარმომადგენლობის სტუმრობას.
დღევანდელ არეულ მსოფლიოში პოლიტიკა თუ არ აკეთე, შენს გასაკეთებელს, სხვა გააკეთებს (უკაცრავად კალამბურისთვის)“, - დასძენს სალუქვაძე.