logo_geo
eng_logo
ერევანში პოლიციის შენობაზე თავდასხმის დროს მოკლულია ერთი სამართალდამცველი
- +

17 ივლისი. 2016. 13:48


ერევანში, სადაც დღეს დილით შეიარაღებული ადამიანებისგან შემდგარმა ჯგუფმა პოლიციის შენობა დაიკავა, ერთი ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა.


ზოგიერთი ადგილობრივი მედიასაშუალების ინფორმაციით, მძევლად აიყვანეს ერევნის პოლიციის უფროსის მოადგილე ვალერი ოსიპიანი. შენობასთან იმყოფება სომხეთის პოლიციის უფროსი ვლადიმერ გასპარიანი. ადგილზე მობილიზებული არიან სამხედროები. პოლიცია უახლოეს ხანში ოფიციალური განცხადების გაკეთებას გეგმავს.


შენობაში შეჭრილი ადამიანები 20 ივნისს დაკავებული ჟირაის სეფილიანის გათავისუფლებას ითხოვენ. გამოძიების ინფორმაციით, სეფელიანი შეიარაღებულ დაჯგუფებასთან ერთად აპირებდა შენობების, ტელეკომუნიკაციების, მათ შორის ერევნის სატელევიზიო ანძის დაკავებას. მათივე ცნობით, დანაშაულებრივი ჯგუფი გეგმავდა ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში ვითარების ესკალაციას პროვოკაციების გზით.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner