logo_geo
eng_logo
თურქეთში ათასობით მოქალაქე ქუჩაში გამოვიდა
- +

17 ივლისი. 2016. 13:49


 სტამბოლის ტაქსიმის სკვერში შეკრებილი ადამიანები სამხედრო გადატრიალების წარუმატებლად დასრულებას აღნიშნავენ. რეჯეფ ტაიფ ერდოღანის მხარდამჭერთა დიდი ნაწილი ანკარასა და ქვეყნის სხვა მსხვილ ქალაქებშიც არიან გამოსულები.


ამბოხების დროს ქვეყნის პირველმა პირმა მოსახლეობას ქუჩაში გამოსვლა, დემოკრატიული გზით არჩეული ხელისუფლების დაცვა და მეამბოხეებისთვის წინააღმდეგობის გაწევა სთხოვა.


სახელისუფლებო ძალებსა და ამბოხებულებს შორის მომხდარ შეიარაღებულ დაპირისპირებას 270-მდე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა 1440 მძიმედ დაშავდა. ქვეყნის ხელისუფლებამ ამბოხის ჩახშობის შემდეგ 3000-მდე სამხედრო პირი დააკავა, მათ შორის მაღალლი რანგის სამხედრო მოსამსახურეებიც არიან, 2700-ზე მეტი მოსამართლე კი გაათავისუფლა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner