logo_geo
eng_logo
ერდოღანი: ვთხოვ აშშ-ს, გადმოსცეს გიულენი თურქეთს!
- +

17 ივლისი. 2016. 13:51


თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ამერიკის შეერთებულ შტატებს მისი პოლიტიკური ოპონენტისა და საზოგადო მოღვაწის ფეთჰულა გიულენის ექსტრადიცია მოსთხოვა.


მივმართავ აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამას. აქამდეც არაერთხელ მითქვამს მათთვის, ან დეპორტაცია გაეკეთებინათ გიულენისთვის ან თურქეთისთვის გადმოეცათ, მაშინ არ მომისმინეს. ახლა, ამ სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ, მე კვლავ ვთხოვ აშშ-გადმოსცეს გიულენი თურქეთს. თუ ჩვენ ნამდვილად ვართ სტრატეგიული პარტნიორები, ვაშნგტონი გაითვალისწინებს ჩემს მოთხოვნას", - ნათქვამია ერდოღანის განცხადებაში.


თავად ფეთჰულა გიულენმა სახელმწიფო გადატრიალებაში თანამონაწილეობა უკვე უარყო და თურქეთში მიმდინარე მოვლენები დაგმო.


ბარაკ ობამას თურქეთის პირველი პირის მოთხოვნაზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა კი გუშინ განაცხადა, რომ თურქეთს, პირველ რიგში, ფეთჰულა გიულენის ბრალეულობის დამტკიცება მოუწევს.


თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობა პარასკევს ღამით იყო. მეამბოხეებსა და სახელისუფლებო ძალებს შორის დაპირისპირებას 270-მდე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner