logo_geo
eng_logo
გაურკვეველი ნივთიერებით ინტოქსიკაციის გამო, ზუგდიდის ჰოსპიტალში გადაყვანილი 8 პაციენტიდან, 2-ის მდგომაროება კვლავ მძიმეა
- +

4 ივნისი. 2021. 14:15

 

გაურკვეველი ნივთიერებით ინტოქსიკაციით, ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში შეყვანილი რვა პაციენტიდან, ორის მდგომარეობა კვლავ მძიმეა. კომატოზურ მდგომარეობაში მყოფი ახალგაზრდები ამ დრომდე მართვის სუნთქვაზე იმყოფებიან.

 

საავადმყოფოს კლინიკური მენეჯერის, სულხან ორჟონიას ინფორმაციით, მათი ზოგადი მდგომარეობა მძიმეა. მისვე ინფორმაციით, ოთხი ახალგაზრდა ბინაზე უკვე გაწერა და კლინიკაში რჩება ოთხი პაციენტი.

 

გავრცელებული ინფორმაციით, 8 მოწამლული ახალგაზრდა კლინიკაში გუშინ შეიყვანეს. მათ ერთნაირი სიმპტომი აღენიშნებოდათ. ახალგაზრდების ოჯახები ნარკოტიკული საშუალებით მოწამვლას კატეგორიულად უარყოფენ და აცხადებენ, რომ ინტოქსიკაცია მაღაზიაში ნაყიდმა ქარხნულმა არაყმა გამოიწვია.

 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner